Сообщения

Сообщения за июнь, 2012

„ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული რესურსების პოტენციალზე დამყარებული ტურისტული პაკეტი”

Изображение
  პროექტი „ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული რესურსების პოტენციალზე დამყარებული ტურისტული პაკეტი” ა)    ჩატარებული სამუშაოების მოკლე აღწერა: კონკურსისათვის `შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით~ ჩვენმა სკოლამ, კონკურსის წინაპირობიდან გამომდინარე, დააკომპლექტა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაეცნობოდა ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტულ პოტენციალს. ეს  ითვალისწინებდა საცხოვრებელი და გასართობი ობიექტების შესწავლას; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების; დაცულ ტერიტორიების; კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების (მუზეუმები, თეატრები და სხვა); ეთნოგრაფიულ მასალის (ხალხური ტრადიციები, წეს-ჩვეულებანი, ხალხური და რელიგიური დღესასწაულები) აღნუსხვას.  ამ მიზნით სამუშაო პროცესის განხორციელებისათვის, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ ქუთაისის #19 საჯარო სკოლის XI კლასის მოსაწავლეები: ნინო ლოსაბერიძე, ნათია ირემაშვილი, სოსო უკლება, ვახტანგ რობაქიძე, ომარ აფრიდონიძე და  სკოლის პედაგოგები: ნარგიზა კლდიაშვილი და ინგა მარგველაშვილი....