„ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული რესურსების პოტენციალზე დამყარებული ტურისტული პაკეტი”


  პროექტი




„ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული რესურსების პოტენციალზე დამყარებული

ტურისტული პაკეტი”

ა)    ჩატარებული სამუშაოების მოკლე აღწერა:

კონკურსისათვის `შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით~ ჩვენმა სკოლამ, კონკურსის წინაპირობიდან გამომდინარე, დააკომპლექტა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაეცნობოდა ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტულ პოტენციალს. ეს  ითვალისწინებდა საცხოვრებელი და გასართობი ობიექტების შესწავლას; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების; დაცულ ტერიტორიების; კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების (მუზეუმები, თეატრები და სხვა); ეთნოგრაფიულ მასალის (ხალხური ტრადიციები, წეს-ჩვეულებანი, ხალხური და რელიგიური დღესასწაულები) აღნუსხვას.

 ამ მიზნით სამუშაო პროცესის განხორციელებისათვის, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ ქუთაისის #19 საჯარო სკოლის XI კლასის მოსაწავლეები: ნინო ლოსაბერიძე, ნათია ირემაშვილი, სოსო უკლება, ვახტანგ რობაქიძე, ომარ აფრიდონიძე და  სკოლის პედაგოგები: ნარგიზა კლდიაშვილი და ინგა მარგველაშვილი. ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას უწევდა სკოლის დირექტორი ირმა კლდიაშვილი. პედაგოგები ძირითადად კონსულტაციას აძლევდნენ მოსწავლეებს და გარკვეულწილად უსახავდნენ სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის საჭირო გეგმებს. მოსწავლეებმა პედაგოგებისაგან მიიღეს აუცილებელი და საჭირო კონსულტაციები, რამაც ხელი შეუწყო მათ დამოუკიდებელ მოქმედებას. გეგმის მიხედვით მოსწავლეებმა დაიწყეს ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის შესწავლა. მათ განსაზღვრეს არ მხოლოდ ის ობიექტები, რომლებიც მზად არის ტურისტული ნაკადის მიღებისათვის, არამედ შეისწავლეს ის ტურისტული რესურსები, რომელებიც უახლოეს მომავალში ქალაქსა და რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შედეგად მზად იქნება ვიზიტორთა მიღებისათვის.

ქალაქისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის შესწავლის შედეგად მოსწავლეებმა წარმოადგინეს მარშუტები, რომელიც ოპტიმალურად შეიმუშავეს დროსა და სივრცეში, მოსწავლეებმა კონცეპტუალურად ჩამოაყალიბეს სავსებით რეალური და განხორციელებადი გეგმები, მათ მიერ ჩამოყალიბებული ტურები არ იყო ერთგვაროვანი. ისინი აქცენტირებული იყვნენ ვიზიტორთა თვალსაწიერის ზრდაზე. მათ მიერ შემუშავებული მარშუტები საყურადღებო გამოდგა რამდენიმე კუთხით, კერძოდ გამოირკვა, რომ მათ მიერ დასახულ ტურებს რამოდენიმე მიზანი ჰქონდა. უპირველესია  ვიზიტორთა კომფორტი, ასევე ქართული კულტურული, მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის მეტად გაცნობა. ამ მიზნების ერთ-ერთი კომპონენტი იყო ქართული სამზარეულოს წარმოჩენა. ამ მიზნის განსახორციელებლად მათ ამოცანას წარმოედგენდა ტურ-ოპერატორებთან და სასტუმრო კომპლექსებთან შეთანხმებული მოქმედება, რაც ითვალისწინებს   ვიზიტორებს შეთავაზონ სამზარეულოს კონგლომერატი, რომელიც თავის თავში აერთიანებს როგორც ევროპულ და აღმოსავლურ, ასევე ქართულ ნაციონალურ კერძებს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას.

აღნიშნული გეგმის მომზადებაში მოსწავლეებს დაეხმარათ საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ქართველოლოგიური დისციპლინების ცოდნა. მუშაობისას მათ გამოავლინეს ორიენტაციის კარგი უნარი, რაზეც მეტყველებს ტურისტულ პაკეტის შესადგენად სამუშაოების დაგეგმა და ამის მიხედვით ტურისტული პაკეტის რამოდენიმე ტიპის შექმნა. ტურისტული პაკეტის ნაირსახეობანი კი განპირობებილი იყო ქუთაისისა და მისი შემოგარენის დიდი პოტენციური შესაძლებლობით.

ქუთაისი და იმერეთის რეგიონი ტურისტული თვალსაზრისით წარმოადგენს აქტუალურ რეგიონს, რაც განპირობებულია რამოდენიმე გარემოებით. მათგან გამოვყოფთ ისტორიულ ფაქტორს. ქუთაისში 3000-3500 წლოვანი უწყვეტი საქალაქო ცხოვრება მტკიცდება არქეოლოგიური მასალისა და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე (მათ შორისაა აპოლონეოს როდოსელის არგონავტიკა). გამოიკვეთა ამოცანები, რომელთაგან უპირველესი იყო ქუთაისისა და მისი შემოგარენის დიდი ტურისტული პოტენციის გაცნობა-აღნუსხვა. წინამდებარე ამოცანის გადაჭრა კი საშუალებას გვაძლევს შევიმუშაოთ ტურისტული პაკეტი, რომელშიც წამყვანი ადგილი ტურისტულ მარშუტებს ენიჭებათ.  ჩვენი ძიების შედეგად გამოირკვა, რომ ღირსშესანიშნაობები და მატერიალური კულტურის ძეგლები  იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიზიტორი გაეცნოს ქართველი ხალხის კულტურული განვითარების უწყვეტ რგოლს, დაწყებული ქვის ხანიდან თანამედროვეობის ჩათვლით.

სულიერი კულტურის მემკვიდრეობის თვალსაზრისით საყურადღებოა ქუთაისის ღვთისმშობლის (ბაგრატის) ტაძარი, რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოცაა. ბაგრატის ტაძარი (დასრულდა 1003 წელს) წარმოადგენს გარდამავალ ეტაპს ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ის სრულყოფილად წარმოაჩენს არქიტექტურული სტილის განვითარებას. მისი მასშტაბები საგრძნობლად სცდება საქართველოში მანამდე აგებულ ტაძრებს და ხდება ერთ-ერთი განმსაზღვრელი საეკლესიო ტაძრების მომავალში აგებისათვის. ამას მოწმობს მის შემდგომ აგებული სვეტიცხოველი, ნიკორწმინდა, ალავერდი, გელათი და სხვა.

საქართველოში გარდა ქართული ნაციონალური ეთნოგრაფიისა საინტერესოა სხვადასხვა ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაც. გამოვყოფთ ებრაული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომელსაც ქუთაისსა და მის შემოგარენში გავეცანით. ამ ფაქტის ერთ-ერთი  ნათელი გამოხატულეებაა ქუთაისში ცნობილი სამი სინაგოგა, რომლებიც ამჟამადაც მომქმედია. ცნობილია, რომ ქუთაისის სინაგოგის რაბინი მოშე დავარაშვილი 1918-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრიც კი ყოფილა.

 ებრაული მატერიალური და სულიერი კულტურის ეს ძეგლები ნათელი დადასტურება და გამოხატულებაა საქართველოში  ქართველი და ებრაელი ხალხის ოცდაექვსსაუკუნოვან სამაგალითო თანაცხოვრებისა და იმისა, რომ ყველა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს საქართველოში ყოველთვის ჰქონდა თავიანთი კულტურული და სულიერი წიაღსვლისათვის სათანადო პირობები. აქ ბუნებრივად გვახსენდება XII საუკუნის არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ფარიკის სიტყვები, რომელიც მან თავის ისტორიულ თხზულებაში შეიტანა დემეტრე I მეფობის დროს საქართველოში სტუმრობის შემდეგ: `თვით ბაღდადშიც კი არ არიან მუსლიმები ისეთ პატივში, როგორც თბილისშიო~. 

XIX საუკუნეში ქუთაისი გადაიქცა რეგიონალურ და საგანმანათლებლო ცენტრად, ამ მხრივ ვიზიტორთა ყურადღებას მიიპყრობს სასამართლო შენობა, რომელსაც XIX საუკუნეშიც იმავე ფუნქცია ჰქონდა, დღევანდელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსები, რომელიც მეფის დროს სასულიერო სასწავლებელი იყო. მრავლადაა ქალაქში XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ქრისტიანული ტაძრებიც. ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრებიდან აღსანისნავია ახლანდელი #1 და #2 საჯარო სკოლები, რომელთა წიაღში აღიზარდნენ ისეთი თვალსაჩინო მამულიშვილები, როგორიც იყვნენ აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი შანიძე, ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია და სხვა. ქუთაისის ისტორიულ უბან მწვავეყვავილაზეა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი და XIX საუკუნის ეკლესია. ქუთაისში, ქალაქის ცენტრში, რიონის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია იმერეთის მეფეთა სასახლე (XV-XIX სს.), ე. წ. ოქროს ჩარდახი. აქ 1990 წელს ტრაპიზონიდან გადმოასვენეს იმერეთის უკანასკნელი მონარქის სოლომონ II-ის ნეშტი, რომელსაც  ქართველმა ხალხმა უკანასკნელი პატივი მიაგო და მიაბარა გელათის მონასტრის სამეფო საძვალეს.

ქუთაისი მდიდარია კულტურული და სპორტულ-გასართობი დაწესებულებებითაც, რომელთაგან გამორჩეული ადგილი უჭირავს ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიულ  მუზეუმს. მუზეუმის კოლექციები სხვადასხვა მიმართულებით გაზრდის ვიზიტორთა წარმოდგენას ჩვენი ქვეყნის,  კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთის, მსოფლიოს სხვადასხა  რეგიონის ისტორიულ-კულტურული განვითარებისა და მათი სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი და კულტურული ურთიერთობის შესახებ საქართველოსთან. აქ წარმოდგენილი ნუმიზმატიკური ფონდი სრულყოფილ წარმოდგენას იძლევა ჩვენი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო მასშტაბებზე და ქართული ფულის მნიშვნელობაზე. მაგალითად, ძვ. წ. VI საუკუნიდან მოჭრილი კოლხური თეთრი აღმოჩენილია საქართველოდან მოშორებითაც: შუა აზიაში, ფერგანის ველზე; ყირიმის ნახევარკუნძულზე; წინააზიაში და სხვაგან. ეს კი იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ მას საერთაშორისო ვალუტის ფუნციაც ჰქონოდა.

საინტერესოა მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი, რომელიც გარდა ქართული კოლექციებისა, შეიცავს აღმოსავლურ ენებზე შესრულრბულ მანუსკრიპტებს. ქალაქის სხვა კულტურულ-შემეცნებითი დაწესებულებისაგან აღსანიშნავია: ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა, სპორტის მუზეუმი, დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი, საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი,

სპორტულ-გასართობი დაწესებულებებიდან გამოირჩევა ყინულის სასახლე, რომელიც თანამედროვე დონის სპორტულ კომპლექსს წარმოადგენს და 600 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. სპორტულ კომპლექსში ყინულის მოედნის გარდა სატრენაჟო დარბაზი, მასაჟის ოთახები და კეთილმოწყობილი საშხაპეებიცაა განლაგებული; სპორტის სასახლე, რომელიც 20000 ათას მაყურებელზეა გათვლილი; ქუთაისის ცენტრალური სტადიონი.

ტურისტული პოტენციალით მდიდარია ასევე ქუთაისის შემოგარენიც, აღსანიშნავია  გელათის, მოწამეთის, უბისის სამონასტრო კომპლექსები, უბისის მონასტერი გრიგოლ ხანძდელის მიერაა აგებული IX საუკუნეში, შორაპნის ციხე, პიტიახშთა რეზიდენციის ნანგრევები ბორიდან (ზესტაფონის რაიონი), მეფეთა  რეზიდენცია ვარციხეში, ანტიკური ხანის ნაქალაქარი ვანიდან, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, გალკტიონ ტაბიძის, კორნელი კეკელიძის და სხვა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სახლმუზეუმები,  პრომეთეს, სათაფლიის, ნავენახევის მღვიმეები, დინოზავრის ნაკვალები სათაფლიიდან, სათაფლიის დაცული ტერიტორია და სხვა.

იმერეთის რეგიონი მდიდარი ზონაა იმუნოლოგიური და ბალნეოლოგიური საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრებითაც. ესენია, უპირველეს ყოვლისა, წყალტუბოს, საირმეს, სულორის საკურორტო ზონები.

ტუროპერატორები:

ბაგრატი 1003- ქუთაისი წერეთლის II ჩიხი #2ა, ტელ: (+995 97) 405906, (+995 431)

            23 55 00, ვებ-გვერდი წწწ.ბაგრატი1003.გე ელ-ფოსტა:

              ტრაველ.ინფო@ბაგრატი1003.გე

იმერტური _ ქუთაისი, ყაუხჩიშვილის #8, ტელ: (+995431) 24 67 84, (+995 77) 46

           27 09, ვებ-გვერდი: წწწ.იმერტოურ.ცომ, ელ. ფოსტა: იმერტური@ყაჰოო.ცომ

ბ)    ტურისტული პაკეტი

       ჩვენი მუშაობის შედეგად გავეცანით ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტულ პოტენციალს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გამოვლინდა ტურისტულ ობიექტთა მრავალსახეობა, რომელიც საშუალებას იძლევა ტურისტული პაკეტი დავაკომლექტოთ რამდენიმე სხვადასხვა სახეობად, უპირველეს ყოვლისა ხანგრძლივობის მიხედვით. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ტურისტული პაკეტების მოთხოვნაა ვიზიტორთ გააჩნდეთ სამედიცინო დაზღვევა, თუ ჩვენს მიერ იქნებიან ვიზიტორები დაზღვეულები, ამ შემთხვევაში ტურისტული პაკეტის ღირებულება შედარებით გაიზრდება.

1.     ერთდღიანი ტური

     სასტუმრო სამჯერადი კვებით, ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლებისა და ობიექტების მონახულება, ექვსკურსიამძღოლის თანხლებით, რაც ითვალისწინებს საუზმის შემდეგ   ქალაქის ცენტრის, ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმის დათვალიერებას, ბაგრატის ტაძრის მონახულებას და არქეოლოგიური მასალის ფონზე `დიდი ქუთაისის~, ოქროს ჩარდახის  გაცნობას. ვიზიტორთა სურვილის შემთხვევაში ქალაქში გადაადგილება მოხდება კომფორტული ტრანსპორტით.

ექვსკურსიამძღოლები  შეირჩევა იმისდამიხედვით (ენობრივი სიტუაციიდან გამომდინარე), თუ რომელი ქვეყნიდანაა ვიზიტორთა ჯგუფი ჩამოსული.

2.     შვიდდღიანი ტური

ეს შედარებით ხანგრძლივი ტური ითვალისწინებს არა მხოლოდ ქუთაისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის აქტიურ პრაქტიკულ გამოყენებას, არამედ იმერეთის რეგიონის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის მონახულებასაც. ყოველი დღე იქნება მრავალფეროვანი. ამიტომ წინამდებარე პაკეტი გულისხმობს: პირველ დღეს ქალაქის ცენტრის გაცნობას, სასტუმროში სადილს, სადილის შემდეგ მოწამეთის კომპლექსის დათვალიერებას; მეორე დღეს ქალაქის ისტორიული მუზეუმის გაცნობას, სადილის შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსის მონახულებას; მესამე დღეს  ბაგრატის ტაძრის მონახულებას, `დიდი ქუთაისის~ გაცნობას ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალის ფონზე; მეოთხე დღეს ქალაქის საბრძოლო დიდებისა და სპორტის მუზეუმების დათვალიერებასა და უბისის სამონასტრო კომპლექსის გაცნობას სადილის შემდეგ,  ეთნოგრაფიული თვალსაჩინოების თვალსაზრისით უბისის სამონასტრო კომპლექსის მონახულების შედეგ ვიზიტორები გაეცნობიან შროშის მეთუნეობის მომქმედ კერას. აქ შემორჩენილია ისტორიული ტექნოლოგიები თიხის ჭურჭლის დასამზადებლად. ვიზიტორთ საშუალება ექნებათ არა მარტო გაეცნონ არამედ სურვილის შემთხვევაში შეიძინონ კიდეც სხვადასხვა საოჯახო,  საყოფაცხოვრებო და სოფლის მეურნეობისათვის განკუთვნილი ჭურჭელი და ნივთები, გაეცნონ მათი მოხმარების წესებსა და პრაქტიკულად გამოიყენონ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგაც; მეხუთე დღეს დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეისა და დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის დათვალიერებას, სადილის შემდეგ სათაფლიის მღვიმის, დაცული ტერიტორიისა და დინოზავრის ნაკვალევის მონახულებას; მეექვსე დღეს საუზმის შემდეგ გაეშურებიან ვანის მახლობლად ანტიკური ნაქალაქარის მოსანახულებლად, საველე სადილის შემდეგ ვანის რაიონ სოფელ ჭყვიშში გაეცნობიან გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს და იქვე მიირთმევენ საველე ვახშამს; მეშვიდე დღე სადილამდე  დაეთმობა ქალაქის ისტორიული უბნის მწვანეყვავილის მონახულებას, სადაცაა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი და XIX საუკუნის ეკლესია, აქ იშლება მიმზიდველი ლანჩაფტი რიონის ხეობისა, სადილის შემდეგ ვიზიტორები სიმონეთში მოინახულებენ დავით კლდიაშვილის სახლ-მუზემსა და ნავენახების მღვიმეს.

       ვიზიტორის სურვილის შემთხვევაში პაკეტი ითვალისწინებს ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, აქ არსებული ინვენტარისა და სხვა რესურსების მოხმარებას. ვიზიტორებს შეეძლებათ ქალაქის სავაჭრო ცენტრებში შეიძინონ სხვადასხა დასახელების პროდუქცია, გაეცნონ და შეიძინონ ქართული ხალხური კულტურის ამსახველი სუვენირები. საქართველოში არსებული ტურისტული გარემო, ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, სავსებით უსაფრთხოა, ამიტომ ამ კუთხით საგანგებო ზომების მიღება საჭირო არ არის. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ საკმაოდ მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში გაატარონ თავიანთ მიერ არჩეული ტური, ისიამოვნონ და ღრმა შთაბეჭდილებებით აივსონ.











Комментарии

Популярные сообщения из этого блога