Сообщения

Сообщения за март, 2024
Изображение
  სსიპ ქუთაისის №19 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში დამუშავებული თემა:         „ბერძნული სამოსახლოები კოლხეთის სანაპიროზე“     ხელმძღვანელი: ნარგიზა (ნატო) კლდიაშვილი 2024 წელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის და კერძოდ კოლხეთის მოსახლეობასთან ბერძნებს უძველესი დროიდან ჰქონიათ ურთიერთობა. მიკენი, სადაც აქაველები ბატონობდნენ თავიათ გავლენას ავრცელებენ ეგეოსის ზღვის სანაპიროზე და შავი ზღვის სანაპიროებსაც მოადგნენ. ამის დადასტურებაა მითი ოქროს საწმისის შესახებ. მათ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო იზიდავდათ ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და რკინის სიუხვით. რეგულარული ურთიერთობის დამყარება აღმ. შავი ზღვისპირეთის მოსახლეობასთან უკავშირდება დიდი ბერძნული კოლონიზაციის პროცესს. კოლხეთისა და აქ მოსახლე ტომთა შესახებ ცნობები სწორედ ამ დროიდან ჩნდება. (ძვ.წ. VIII-VII სს.) კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია უშუალოდ უკავშირდება იონიის ქალაქების მილეტის, ქიოსის, ფოკეის, სამოსის ექსპანსიურ პოლიტიკას. ...