Сообщения

Изображение
  სსიპ ქუთაისის №19 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ პროექტის ფარგლებში დამუშავებული თემა:         „ბერძნული სამოსახლოები კოლხეთის სანაპიროზე“     ხელმძღვანელი: ნარგიზა (ნატო) კლდიაშვილი 2024 წელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის და კერძოდ კოლხეთის მოსახლეობასთან ბერძნებს უძველესი დროიდან ჰქონიათ ურთიერთობა. მიკენი, სადაც აქაველები ბატონობდნენ თავიათ გავლენას ავრცელებენ ეგეოსის ზღვის სანაპიროზე და შავი ზღვის სანაპიროებსაც მოადგნენ. ამის დადასტურებაა მითი ოქროს საწმისის შესახებ. მათ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო იზიდავდათ ოქროს, ვერცხლის, სპილენძის და რკინის სიუხვით. რეგულარული ურთიერთობის დამყარება აღმ. შავი ზღვისპირეთის მოსახლეობასთან უკავშირდება დიდი ბერძნული კოლონიზაციის პროცესს. კოლხეთისა და აქ მოსახლე ტომთა შესახებ ცნობები სწორედ ამ დროიდან ჩნდება. (ძვ.წ. VIII-VII სს.) კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია უშუალოდ უკავშირდება იონიის ქალაქების მილეტის, ქიოსის, ფოკეის, სამოსის ექსპანსიურ პოლიტიკას. ...
Изображение
    კიბერბულინგი   სსიპ ქუთაისის № 19 საჯარო სკოლა   ინტერნეტთან წვდომა ხელს უწყობს 21- ე საუკუნის უნარ - ჩვევების განვითარებას . ციფრული ტექნოლოგიებისადმი გონე ­ ბამახვილური დამოკიდებულება შეიძლება იყოს სასარგებლო და გა ­ დამწყვეტიც კი ბავშვის სათანადო განვითარებისათვის . რაც არ უნდა იყოს , ჩვენ ციფრული მოწყობილობების ეპოქაში ვცხოვრობთ და მათმა შეზღუდვამ მოზარდებისათვის შესაძლებელია გამოიწვიოს გან ­ ვითარების არასრული შესაძლებლობები , თუმცა , უამრავი საფრთხის გათვალისწინებით , არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ციფრული გარემო შეიძლება საზიანო იყოს ბავშვებისთვის . ინტერნეტი და ტელევიზია საჯარო , ღია სივრცეა , სადაც ბავშვები შეიძლება გადაეყარონ ასაკობრივად შეუფერებელ შინაარსს ( ძალა ­ დობრივ თემატიკას , ნარკოტიკებთან , ალკოჰოლის მოხმარებასთან, ანაზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ თემებს , სექსუალური ხასიათის შინაარსს , სიძულვილის ენას და სხვა ), რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მყიფე შინაგან სამყაროს ან უარყოფითად იმოქმედოს მათ ფსიქო ­ ემოციურ განვითარებაზე . შე...

„ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული რესურსების პოტენციალზე დამყარებული ტურისტული პაკეტი”

Изображение
  პროექტი „ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული რესურსების პოტენციალზე დამყარებული ტურისტული პაკეტი” ა)    ჩატარებული სამუშაოების მოკლე აღწერა: კონკურსისათვის `შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით~ ჩვენმა სკოლამ, კონკურსის წინაპირობიდან გამომდინარე, დააკომპლექტა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაეცნობოდა ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტულ პოტენციალს. ეს  ითვალისწინებდა საცხოვრებელი და გასართობი ობიექტების შესწავლას; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების; დაცულ ტერიტორიების; კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების (მუზეუმები, თეატრები და სხვა); ეთნოგრაფიულ მასალის (ხალხური ტრადიციები, წეს-ჩვეულებანი, ხალხური და რელიგიური დღესასწაულები) აღნუსხვას.  ამ მიზნით სამუშაო პროცესის განხორციელებისათვის, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ ქუთაისის #19 საჯარო სკოლის XI კლასის მოსაწავლეები: ნინო ლოსაბერიძე, ნათია ირემაშვილი, სოსო უკლება, ვახტანგ რობაქიძე, ომარ აფრიდონიძე და  სკოლის პედაგოგები: ნარგიზა კლდიაშვილი და ინგა მარგველაშვილი....